საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დაწერილ რეზოლუციას ალდემ ერთხმად მხარდაჭერა გამოუცხადა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის უკვე საუკუნეებია იბრძვის. ხელმომწერები რუსეთის შეჭრას უკრაინაში და საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე ოკუპაციას გმობენ. მხარდამჭერები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭიროს სამივე ქვეყანას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. რეზოლუცია დუბლინში 2-4 ივლისს ალდეს პარტიის შეკრებაზე ოპოზიციურმა პარტიებმა - მათ შორის სტრატეგია აღმაშენებელმა, თავისუფალმა დემოკრატებმა, საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ, ლელო საქართველოსთვის და გირჩმა წარადგინეს.