„ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტობრივად, დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე საკითხს მთავრობის სხდომაზე გაიტანენ და „ბორჯომის"თანამფლობელი სახელმწიფო გახდება.
პრემიერი თანამშრომლების და მათი პროტესტის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია და არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება.