თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში ბანერები წარწერით: „ბრძოლა განათლებისთვის“ და „ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“ გამოფინეს. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია - რექტორის გადადგომა, ღირსეული საერთო საცხოვრებლები, ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარება და უნივერსიტეტის ფინანსური ხარჯთ-არღიცხვის გამჭვირვალობა.