მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის ევროპელების სკეპტიკური დამოკიდებულება გასაგები აღმოჩდა, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი არ იქნება. იმ მასშტაბის ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, პრემიერის შეფასებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. საქართველომ კი ამ პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ამიტომ, ქვეყნის პრემიერი... ევროკავშრისგან ახლა - სამართლიან შეფასებასა და გადაწყვეტილებას ელოდება.