პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა. კანონმდებლები ოცდაათამდე საკითხს, მათ შორის, დაჩქარებული წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტების განხილვა სამშაბათს, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების შემდეგ შედგება. ხვალვე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს. ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება გაიმართება. პლენარულ სხდომას მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.