საქართველო ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეშვება აიკრძალოს. შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ აკრძალვა არა მხოლოდ ექსპრეზიდენტს, არამედ ყველა მსჯავრდებულ პაციენტს შეეხება. ადვოკატის ინფორმაციით მათ რამდენიმე ვიზიტზე მოთხოვნა აქვთ გაკეთებული თუმცა. არცერთ მათგანზე ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის მამისა და ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის დაშვების თაობაზე.