„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, მასსა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმაში ორ უცნობ მამაკაცს ადანაშაულებს. სამნიძე განმარტავს, რომ მათზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რუსთაველის გამზირზე განახორციელეს. როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ პალიტრანიუსს განუცხადა, ორივე პირი საპატრულო პოლიციამ ადგილზევე დააკავა.