საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველომ ძალიან პირნათლად შეასრულა ვალდებულებები, მათ შორის კითხვართან მიმართებაში. დარჩიაშვილის თქმით, მთავრობამ დროულად და ეფექტურად მოახდინა დოკუმენტის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველო არის დასკვნის მოლოდინში, რომელსაც თავდაპირველად ევროკომისია მოამზადებს და შემდგომ გადაეგზავნება საბჭოს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.