პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში. მისი თქმით, ევროპის შუაგულში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია და გასაგებია უკრაინის მიმართ ევროპელების სკეპტიკური დამოკიდებულება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ამ პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა და ევროკავშირისგან სწორ, სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას ელოდება.