„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც "პალიტრანიუსს" ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ორივე პირი საპატრულო პოლიციამ დააკავა.