საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.