თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან პრორუსული ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის 7 მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის გურამ ფალავანდიშვილიც. “ალტ-ინფოს” მიერ დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” მაისურებიანი მომიტინგეები და სხვები აქციას ევროკავშირის საელჩოსთან ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის პლაკატებით მართავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს.