ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნაზე დასმულ კითხვას არარელევანტურს და არაკორექტულს უწოდებს. მისი თქმით, რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს ვერ აყვება. მისივე განცხადებით, მისთვის პატივია საბჭოს წევრის სტატუსით შეუერთდეს ეროვნულ ბანკს.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი პრობლემა ინფლაციაა. თურნავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ამ პრობლემას ადეკვატურად პასუხობს.