განახლებადი, მწვანე ენერგიების ათვისება და ენერგეტიკული არხების დივერსიფიკაცია გლობალური გამოწვევაა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი მწვავედ დგას საქართველოშიც. მსოფლიოში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების ფონზე და ადგილობრივად საკმაოდ მაღალი ტარიფების გათვალისწინებით, საინტერესოა როგორია მზის ენერგიის გამოყენების ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში? რა მაშტაბს აღწევს ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების რიცხვი? რა ღირს და რამდენ ხანში ხდება ინვესტიციის ამოღება? რა ეტაპზეა მზის ენერგეტიკის ასოციაციის შექმნის პროცესი, ასევე სემეკთან თანმშრომლობა ქსელში მიერთების საფასურის შემცირებასთან დაკავშირებით და პარლამენტში ინიცირებული საკითხი რაც ფიზიკურ პირებზე დღგ-ს გაუქმებას ითვალსიწინებს?
ამ და სხვა სიახლეებით და შეცვლილი ტენდენციების დეტალებით ჩვენი სტუმარია Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.