ნატო შვედეთსა და ფინეთთან ერთად ბალტიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებს. მასში - 7000ზე მეტი მეზღვაური, საჰაერო ძალების წარმომადგენელი და 16 ქვეყნიდან საზღვაო ქვეითი იღებს მონაწილეობს. საზღვაო წვრთნებში 45 ხომალდი და 75 თვითმფრინავია ჩართული.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბში ამბობენ, რომ ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის, ისევე როგორც შეერთებული შტატებისთვის, ფინეთთან და შვედეთთან სოლიდარობის გამოხატვა უმნიშნელოვანესია. წვრთნები, გერმანიის პორტში 17 ივნისს დასრულდება.