პარლამენტის კომიტეტში დღეს ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი კანდიდატის რანგში მოუსმენენ. დღესვე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან. კობა გვენეტაძე გასული წლის ანგარიშის კანონმდებლებისთვის გაცნობას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან იწყებს. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე სწორედ თურნავა განიხილება.