სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის კომპენსაციის გამოყოფას ითხოვს. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი დიდი ხანია არსებობს, სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ მას ცოტა ადამიანი იყენებს.
ომბუდსმენი მთავრობისგან ელექტრონული ზედამხედველობის გაძლიერებას და მოძალადეებისთვის, ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამაში სავალდებულოდ ჩართვასაც ითხოვს.