გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კონკურსის სახელწოდებით „მწვანე ჯილდო”ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა.
კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდლების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად ზრუნავენ.
2022 წელს გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ კონკურსანტები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.