ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისის თვის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების 62.3 პროცენტია აღდგენილი. ამ პერიოდში საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდა 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით +228%-ს შეადგენს. იანვრიდან მასის პერიოდში ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვი კი მილიონ 180 ათასზე მეტია. ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით თითქმის +258 %-ია.