განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირე-კონტიგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიაში ვიზიტით დაიწყო. მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პირები, რომლებმაც მოკვლევის ჯგუფს წერილობითი მოსაზრებები გაუზიარეს.
შეხვედრაზე აღინიშნა ადგილობრივი სკოლების პრობლემები და გამოწვევები, რის შემდეგად მხარეებმა პრობლემების მოსაგვარებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.