ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეორე მატჩი გოლდენ სტეიტ ვორიორსმა შინ ბოსტონ სელტიქსს 107-88 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ოქროს შტატელებმა ბოსტონელებს 21 ქულიანი სხვაობით 35-14 აჯობეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სტეფ კარი იყო, რომელმაც გუნდს 29 ქულა 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ბოსტონელთაგან კი ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 28 ქულა 6 მოხსნა 3 პასია.