28 წლის ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. პლანეტის უძლიერესი ძალოსნის მორიგი ტრიუმფი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში შედგა, სადაც საიუბილეო ევროპირველობა სწორედ დღეს მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ.) შეჯიბრით დასრულდა. ატაცში ლაშამ 208/212 და 217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 245 კილოგრამით ასევე ოქროს მედალი მოიპოვა. საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვილი 462 კილოგრამითაც და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა! პლანეტის უძლიერესმა ძალოსნასმა კონტინენტის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით მოიპოვა!