უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა. მუნდილზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსელებმა მეტოქეს 1:0 მოუგეს. უკრაინის ნაკრები მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა, ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც უელსელებს დარჩათ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა. მასპინძლები რიკოშეტით დაწინაურდნენ.
ბეილის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში იარმოლენკომ ჩაჭრა. შესვენების შემდეგ უკრაინელები ინიციატივას დაეუფლენ, ბოლოს შტურმიც კი მოაწყვეს, მაგრამ უელსმა მეტოქეს არ გაატანინა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.