თურქეთის პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ თურქეთის პოზიცია, ანკარას მოთხოვნების გარეშე, არ შეიცვლება. მანვე, მმართველი პარტიის - „სამართლიანობისა და განვითარების“ ყრილობაზე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს თანხმობა თურქეთის იდეაზე, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას უკავშირდება.