მონტენეგრო, ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია - ქვეყნები, რომლებმაც სერგეი ლავროვის სერბეთში ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. სამი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა, რუსი დიპლომატის თვითმფრინავს ცა ჩაუკეტეს.
ლავროვის ვიზიტი სერბეთში დღეს იგეგმებოდა. მას შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები უნდა განეხილათ. განხილვის ერთ - ერთი თემა, ბალკანეთის რეგიონში არსებული სიტუაცია უნდა ყოფილიყო.