აქცია გაიმართა რუსთავში, სადაც მოქალაქეები ჰაერდაცვითი კანონმდებლობის აღსრულებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რუსთავში მდებარე საწარმოებზე ჰაერის ფილტრების მონტაჟის გეგმა-გრაფიკის გამოქვეყნებასა და მათი მხრიდან მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდას ითხოვდნენ.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კოსტავას გამზირზე ე.წ. "პირამიდასთან" შეიკრიბნენ და ფეხით თავისუფლების მოედნამდე გამართეს მსვლელობა, სადაც სცენა და მონიტორი ჰქონდათ დამონტაჟებული.