საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ერი მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია.
"ეს არის შანსი, რომელიც ქართველ ხალხს პოლიტიკური რეფორმის განხორციელებისა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის დახვეწის საშუალებას მისცემს. ამ ნაბიჯით დასავლური ტიპის მართლმსაჯულების განვითარება მოხდება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აუცილებელია მედიის ხელშეუხებლობისთვის, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია და კეთილდღეობა“- ნათქვამია წერილში.