გაფიცული თანამშრომლები და უფუნქციოდ დარჩენილი ბორჯომის ქარხნები - დღეს, დილის 7 საათიდან კომპანია "ბორჯომის" დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა. გაფიცულია სულ მცირე 400 ადამიანი.
მათი მოთხოვნა უცვლელია - უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება და ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა.
დასაქმებულების გაფიცვა გაგრძელდება იქამდე სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.