„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორში, შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით. კონფერენციაშიქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და ხათუნა კვიციანი მონაწილეობდნენ.