რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დასავლეთს მოლაპარაკების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს. სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი კიევს რუსეთთან დიალოგის საშუალებას არ აძლევს და უკრაინა ვაჭრობის ინსტრუმენტია, რომლითაც ძირითადად შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მანიპულირებენ. როგორც ლავროვი ამბობს, "ასეთია ანგლო - საქსური კოლექტივი, რომელსაც ახლა დასავლეთი ხელმძღვანელობს. ნატო და ევროკავშირი, რომლებმაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაკარგეს დამოუკიდებლობა, სრულიად ემორჩილებიან მას. ისინი იყენებენ უკრაინელებს, როგორც ჩვენი ქვეყნის შეკავების იარაღს და ბრძოლის ველზე რუსეთის დასამარცხებლად. ეს არის პასუხი კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლაპარაკებების პერსპექტივა. დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკების საშუალებას არ აძლევს. ორი თვის წინ, უკრაინამ თითქოს წამოაყენა წინადადება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, ჩვენ ეს წინადადებები მივიღეთ. ერთი დღის შემდეგ, დასავლეთმა უკრაინელებს აუკრძალა ამ პროცესის გაგრძელება"