სანამ ვინმე ითხოვს რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს. კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მოკალი რაც შეიძლება მეტი უკრაინელი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„თითოეულ ასეთ ტერორისტულ თავდასხმას უნდა მოჰყვეს მკაცრი პასუხი ევროპის დედაქალაქებიდან: მეტი სანქციები, მეტი იარაღი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, დაუშვა "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" უკრაინაში შეჭრით და ახლა "იზოლირებულია”, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.
„ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას“, - განაცხადა მაკრონმა