საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონს შეხვდა . საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ნინო თანდილაშვილმა ჯენი ოლსონს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას და საექსპორტო პოტენციალს.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონმა ნინო თანდილაშვილს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.