უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 31 150; ტანკი - 1 381; ჯავშანტექნიკა - 3 392; საარტილერიო სისტემა - 686; სარაკეტო სისტემა - 207; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 95; თვითმფრინავები - 210; ვერტმფრენი - 175; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 548; საკრუიზო რაკეტები - 122; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 360; გემი/ნავი/კატარღა - 13; სპეციალური აღჭურვილობა - 53.