უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინა მომავალი 10 წლისთვის ნატოს თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახდება. „ვფიქრობ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ალიანსში უკრაინის დე ფაქტო და არა დე იურე წევრობაზე, ეს ძალიან კარგი აზრი იქნებოდა, რომ უკრაინა იყოს ამ სტრატეგიის ნაწილი, ჩვენ ხომ ევროპის, ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილი ვართ. ეს მომგებიანი ვითარება იქნებოდა ყველასთვის. იმიტომ რომ, სამწუხაროდ, კრემლი არ გაფრინდება კოსმოსში ილონ მასკის ტექნოლოგიის გამოყენებით“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
მან ასევე უკრაინისთვის გაწეული დახმარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ მხოლოდ შეაკავოს აგრესორი. მინისტრის განმარტებით, უკრაინის თავდაცვის ძალები საჭიროებენ მეტს, რათა გადავიდნენ ეფექტურ კონტრშეტევაზე და გადაისროლონ რუსი დამპყრობლები უკრაინის ფარგლებს მიღმა.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სწორი იყო ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება უკრაინა ნატოს კიბერცენტრთან მიეერთებინათ. რეზნიკოვის შეფასებით, ეს განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზეა.