უკრაინის დედაქალაქ კიევში,დარნუცკისა და დნიპროვსკის რაიონებში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. განხორციელებულ თავდასხმას როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც ადასტურებს.„აგრესორი აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კერძოდ კიევში“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.