გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სტოკჰოლმში საერთაშორისო კონფერენციებსა და მაღალი სეგმენტის შეხვედრებში მონაწილეობს. კონფერენცია - “სტოკჰოლმი +50” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია შვედეთის მონარქმა კარლ გუსტავმა გახსნა, ასევე კონფერენციას ესწრება ამერიკის შეერთები შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარომადგენელი კლიმატის ცვლილებების საკითხებში ჯონ კერი. ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით გაამახვილა . გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში, როგორც ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების გაფართოების, ნარჩენების და ქიმიკატების მართვის სფეროში.