"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ძირს უთხრის. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ოფიციალური ვიზიტების დროს ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს, თუმცა ეს ქვეყნის იმიჯზეც აისახება. ოცნნების გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველო რამდენიმე კვირაში კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ბოლო წლებში ყველა ძირითადი რეფორმა უკვე გატარდა.