საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორული სამედიცინო ორგანიზაცია GIMPHA-ს დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია არის კიდევ ერთი მაგალითი სახელმწიფოს და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თანამშრომლობისა და გაგრძელება იმ აქტიური ხაზისა, რომელსაც ბოლო პერიოდში სახელმწიფო დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით ატარებს.