სვეტიცხოვლის ტაძარში მეფე ერეკლეს სულის მისახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პარაკლისისთვის მრევლი მცხეთაში საგანგებოდ სხვადახვა ქალაქიდან ჩავიდა. საპატრიარქოს წარმომადგენლების თქმით, პარაკლისის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოების სხვადასხვა წევრმა ერეკლე მეფის შეურაცხყოფით ხალხში მღელვარების გამოწვევა სცადა. მათი შეფასებით წმინდანებისა და გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, მორიგი პროვოკაციაა.