შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი - ვახტანგ გომელაური და მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდები. დაძაბული მატჩი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტურნირის თასით, ხოლო გუნდის ფეხბურთელები - მედლებით პირადად დააჯილდოვა. ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გუნდის წევრს - დავით ჯანაშიას, რომელმაც ტურნირის მიმდინარეობისას მეტოქის კარში 19 გოლი გაიტანა.