საბურთალოს რაიონის გამგეობამ, წიგნების ბაღში, USAID საბაზისო განათლების პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიებაზე საბავშვო მწერლებმა ლელა ცუცქირიძემ, ირმა მალაციძემ და გიორგი ჭაუჭიძემ საბურთალოს რაიონში არსებულ სკოლის მოსწავლეებს მოთხრობები წაუკითხეს და წაკითხულის შესახებ იმსჯელეს. მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა წიგნის კითხვის აქტივობები, როლური თამაშები ჩაატარეს, რაც მოიცავდა სხვადასხვა პერსონაჟის წარმოდგენას და მსჯელობას ტექსტების შესახებ. ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი ესწრებოდნენ.