სვეტიცხოვლის ტაძარში მეფე ერეკლეს სულის მისახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. დღევანდელი პარაკლისისთვის მრევლი მცხეთაში საგანგებოდ სხვადახვა ქალაქიდან ჩავიდა. საპატრიარქოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარაკლისის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოების სხვადასხვა წევრმა ერეკლე მეფის შეურაცხყოფით ხალხში მღელვარების გამოწვევა სცადა. მათი თქმით, წმინდანებისა და გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, მორიგი პროვოკაციაა. სვეტიცხოვლის ტაძარში წმინდა მეფე-დედოფალთა მოსახსენიებელ პარაკლისს მეუფეები უძღვებიან.