გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს. მისი თქმით, კონფლიქტმა უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მილიონობით მოქალაქე კი აიძულა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. გუტერეშის განცხადებით გაერო ჰუმანიტარული ძალისხმევის მიმართ ერთგულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები და დიალოგი იქნება საჭირო.