„მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა" არის ის სამი სიტყვა, რისთვისაც ქვეყანა იბრძვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყების 100 დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით „მსოფლიოს მეორე არმია“ თავიდან საფრთხის შემცველად გამოიყურებოდა, ბუჩას შემდეგ - ზიზღი გამოიწვია, ახლა კი - მხოლოდ მწარე ღიმილია, იმიტომ, რომ რა დარჩა მისგან? ომის დანაშაულები და სირცხვილი.