უკრაინაში ომის 101-ე დღეა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება და რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ. რუსებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს წინ წაეწიათ სხვა დასახლებებში იმ ტერიტორიებზე, რომელსაც უკრაინული ძალები იცავენ - მათ შორის ბახმუტში, სოლედარსა და ლისიჩანსკში. გენერალური შტაბის ცნობით, რუსები ცდილობდნენ გადაეკვეთათ მდინარე სივერსკი დონეცკი და „შეექმნათ პირობები ძირითადი ძალების გამოყენებით მისი გადალახვისთვის“. გენშტაბის ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის ჩრდილოეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში ტერიტორია დაიბრუნეს. რუსული ძალები შეეცადნენ შეეკავებინათ უკრაინელი სამხედროების წინსვლა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. ანგარიშიხ მიხედვით, მტერი აგრძელებდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინაღმდეგ ცეცხლის გახსნას თვითმფრინავების, არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარების, ნაღმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით.