კრწანისის რაიონში, ახალი რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა . სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.