გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 მლნ ლარზე მეტია, 12,4 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების აღდგენას ითვალისწინებს. შედეგად, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც დამატებით 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.