ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით თსუ-ს აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა. როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ბოლო პერიოდში სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე - ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით. საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და საგამოცდო პერიოდის დაგეგმვის შესახებ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.