თსუ-ს აკადემიური საბჭო - საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა - Palitra News

თსუ-ს აკადემიური საბჭო - საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა

2022-06-04 12:29:17+04:00

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით თსუ-ს აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა. როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ბოლო პერიოდში სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე - ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით. საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და საგამოცდო პერიოდის დაგეგმვის შესახებ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.