საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვიცით ომის ფასი, შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში. პრემიერის თქმით ევროკავშირში არავის გამოუცდია ომი რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ეს სამჯერ გადავიტანეთ, 90-იან წლებში, როცა აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, გვქონდა ომი აფხაზეთსა და ოსეთში, ანუ ჩვენს რეგიონებში შემდეგ იყო უფრო ფართომასშტაბიანი ომი. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს.